აიპ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განცხადება

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

აცხადებსმიღებას2014-2015 სასწავლო წლისათვის საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე.

 

სწავლა უფასოა.

ბაკალავრიატის მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან  სრული ზოგადი განათლების მქონე ან მასთან გათანაბრებული,  და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მინიმალურ ზღვარს გადალახული ვაჟი აბიტურიენტები.

 

ბაკალავრიატში ჩასაბარებლად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილი ამონაბეჭდი, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა;
  3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი.

 

ბაკალავრიატისთვის საბუთები სასწავლებელში მიიღება 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე  11-დან 15-საათამდე.
მისაღები გამოცდები დაიწყება 20 სექტემბერს შემდეგი მიმდევრობით:

1)   საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა (ზეპირი) – 20 სექტემბერს

2)   მუსიკის თეორია (წერა, ზეპირი) – 23 სექტემბერს

3)   საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 26 სექტემბერს

4)   გასაუბრება ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში (კატეხიზმოში) – 28 სექტემბერს

სასწავლებლის მაგისტრატურაში მიიღებიან ბაკალავრები ან ბაკალავრთან გათანაბრებული პირები.

მაგისტრატურაში საბუთების მიღება გათვალისწინებულია 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე  11–დან 15საათამდე.

მაგისტრატურაში ჩასაბარებლად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი;
  2. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი.

აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ გამოცდა:

  1. ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიასა და თეორიაში (ზეპირი) – 22 სექტემბერს  
  2. გასაუბრება ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში (კატეხიზმო) -24 სექტემბერს
  3. გასაუბრება უცხო ენაში – 26 სექტემბერს.

 

ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.

 

სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში მიიღება საბუთები სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მსმენელები (ვაჟები და გოგონები) მიიღებენ სასწავლებლის  მისაღებ გამოცდებისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მისამართზე:

. თბილისი, . ეულის #3;  ტელეფონი  0790 90 50 85; 593327779;  577321555;

E.mail: saeklesiogaloba@yahoo.com

Advertisements
This entry was posted in განცხადებები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s