აიპ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განცხადება

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

აცხადებსმიღებას2014-2015 სასწავლო წლისათვის საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე.

 

სწავლა უფასოა.

ბაკალავრიატის მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან  სრული ზოგადი განათლების მქონე ან მასთან გათანაბრებული,  და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მინიმალურ ზღვარს გადალახული ვაჟი აბიტურიენტები.

 

ბაკალავრიატში ჩასაბარებლად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილი ამონაბეჭდი, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა;
  3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი.

 

ბაკალავრიატისთვის საბუთები სასწავლებელში მიიღება 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე  11-დან 15-საათამდე.
მისაღები გამოცდები დაიწყება 20 სექტემბერს შემდეგი მიმდევრობით:

1)   საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა (ზეპირი) – 20 სექტემბერს

2)   მუსიკის თეორია (წერა, ზეპირი) – 23 სექტემბერს

3)   საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 26 სექტემბერს

4)   გასაუბრება ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში (კატეხიზმოში) – 28 სექტემბერს

სასწავლებლის მაგისტრატურაში მიიღებიან ბაკალავრები ან ბაკალავრთან გათანაბრებული პირები.

მაგისტრატურაში საბუთების მიღება გათვალისწინებულია 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე  11–დან 15საათამდე.

მაგისტრატურაში ჩასაბარებლად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი;
  2. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი.

აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ გამოცდა:

  1. ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიასა და თეორიაში (ზეპირი) – 22 სექტემბერს  
  2. გასაუბრება ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში (კატეხიზმო) -24 სექტემბერს
  3. გასაუბრება უცხო ენაში – 26 სექტემბერს.

 

ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.

 

სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში მიიღება საბუთები სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მსმენელები (ვაჟები და გოგონები) მიიღებენ სასწავლებლის  მისაღებ გამოცდებისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მისამართზე:

. თბილისი, . ეულის #3;  ტელეფონი  0790 90 50 85; 593327779;  577321555;

E.mail: saeklesiogaloba@yahoo.com

Posted in განცხადებები | Tagged , , | Leave a comment

განცხადება

 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

 

აცხადებს მიღებას 2013–2014 სასწავლო წლისათვის

საეკლესიო მუსიკისა და მუსიკათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე

სწავლა უფასოა

 

მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან საშუალო განათლების მქონე

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის პროგრამაში

 დადებითი ნიშნის მქონე  30 წლამდე ასაკის ვაჟები

 

შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ დისციპლინებში :

1.  საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა(ზეპირი)

2.  მუსიკის თეორია (წერა, ზეპირი) 

3. საქართველოს  ისტორია(ზეპირი)

საბუთები მიიღება  მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის მონასტერში

1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე 11–დან 15 საათამდე

მისაღები გამოცდები დაიწყება 16 სექტემბერს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით  ტელეფონზე  593 32 77 79; 599 93 18 04

E.maili: saeklesiomusika@mail.com; ვებ-გვერდი: saeklesiogaloba.wordpress.com FB : https://www.facebook.com/SGUSgaloba

 

 

Posted in Uncategorized | Leave a comment